სხვათა ნადიმი


"... არა კეთილ არს მოღებაი პურისაი შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაისა"... 

მარქვი, ნამუსრევს რომ იხმევენ, ხომ სჯერდებიან?
მეც, ეგებ, სხვათა ნადიმისა მარგო ნამცვრევი,
და, დამონებულს შეგრძნებათა ქარცეცხლს, ვნებიანს,
კვლავ მამყოფინო ფიქრი, შენთვის ღამენათევი...
წვიმა შეწყდა და დადგა ქარი, აღარ იავდრებს,
გული დაგიდევ, სული გიძღვენ ზეცის არილით,
დაუბერავენ ამინდები იღბალს იალქნებს
და შენს მაგივრად ჩამივლიან ნასუფრალივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი