ალილო
ზანტად ჭრიალებს ორღობეში ძველი ურემი, ხარები სადღაც, სხვის კალოზე, ჩემს ბედს ლეწავენ და დაჩნევია სიყვარულის ნათითურები სასალამურედ გულგამოცლილ ობოლ ლერწამებს... როგორ ვიარე, რა გზა ვტკეპნე - რა იცის ღამემ, მზე როგორ ვშობე და მივართვი მთვარის სარეცელს... ლოდინის ძაფით როგორ ვქარგე დილა - სისხამი, ცრემლით დავალტვე მიწა, თიხა ვძერწე ალერსით... მერე ნიშა ხარს მივაბარე იღბლის სადავე და ორღობეში გავეხირე, როგორც ურემი... ცაზე ღრუბლები დაუწერელ ფიქრებს ხატავენ და დასტყობია ბაგას შენი ნაფეხურები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი