დრო


ტყვიისფერ ცაზე წერენ განაჩენს,
დრო მიდის... დრო დგას... ჩერდება... მოდის...
და სევდიანობს მზის მოდარაჯე
იასამნების დახრილი ტოტი...
განეძარცვება ხალისი ნადიმს
და მოლოდინი იქცევა გლოვად
დროის, რომელიც, ვაი, რომ გადის...
დროის, რომელიც არასდროს მოვა...
სამაგიეროდ, იქნება სხვა რამ,
სულ სხვა, სხვაგვარი, უცხო და სხვისი,
და, დროის ნაცვლად, ჩვენ შორის მარად
იდგება სულაც უდროო ნისლი. 
 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი