ყვავები. ცისკარი


ყვავებმა ცისკარი მაუწყეს.
ცოტაც თუ გავუძელ,
შუბის წვერს ასცდება მზე…
დაცხრება სულთქმათა თარეში… 
და, დარდით გალეშილს,
ზღვასავით მლაშეს და მწველს,
მომიქსევს გარდასულ ვნებათა
უღმერთო ეპატაჟს,
მოიტანს შორეულ სუსხს… 
და, თუ რამ მქონდა და გამაჩნდა,
დარდად რომ დამაქვს და
არც ვისმეს სათქმელად მსურს,
წაიღებს, გაიფენს ფერხთით და
მთრთოლვარე ვერხვიდან
გულამდე გაჭიმულ სიმს
აასხამს ჩამოყრილ ვარსკვლავებს…
ვით განდო, მასწავლე,
რაც ვერ ვთქვი სიმღერად, ის…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი