ჩემო დაღლილო ღიღილოვ
ჩემო დაღლილო ღიღილოვ, ჩემო დამშრალო ღელევ, ვინძლო, სამზეოს გიხილო, მადლით გიწვდიდე ხელებს, შორით შროშანებს მცინარე პირი ებრუნოთ ცისკენ… დიოდეს შენი მდინარე, ტივი მოჰქონდეს ისევ… ჩამოატაროს დღეები, ჩამოეტანოს წლები… რაც რომ გოლიათს შეები, ცოცხლობ, არსებობ, კვდები… ჩემო დაღლილო ჭინჭრაქავ… ცრელმდაშრეტილო წყაროვ… ხან უფალივით მიყვარხარ, ხან სატრფოსავით გყვარობ… მაგემე შენი ნაყოფი, შენი სათქმელი მეთქვას… შენს კედელ-ყურედ მამყოფე, შენი ძარღვების ფეთქვად…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი