რა გადაიტანს
რა გადაიტანს ცხრაგზის ცხრა ზამთარს… ცხრა მთას და ცხრა ზღვას რა გადაივლის… ან ურმის თვლებში შებმულ სამართალს სად გაეშლება თეთრი ყვავილი… კოშკს ვინ შეაბა თითო სარკმელი და სარკმელს იქით - თითო სიცოცხლით ვისი გაისმა, ნეტავ, სათქმელი, ან უთქმელობის სევდას ვინ მოთვლის… ვისი სულია, ასე რომ სურდათ - მუფარახად და ტკბობის ტარიგად, შესაწირავად ცხრაგზის ვნებულთა: მზეთა,მთვარეთა და ოტარიდთა… ვინ გადაიტანს ზამთრის ბუდეებს და, ცვილნარევი თითების მტვრევით, მიუტევებელს ვინ მიუტევებს… თვალს ვის აუხვევს რიყის ქვის მტვერი… ან ქარაშოტი საით წაიღებს ამ ჰანგებს - მღერას ფერად ყვავილთა… ან განშორების სასტიკ თარიღებს რა გადაიტანს… რა გადაიტანს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი