შიში


გლახაკთა სევდით დაღარულან დედამიწის ხელისგულები, სიცოცხლის ხაზებს ბედისწერის უცხო მხედრები კაფავენ მზერით. 
შიშნარევია ყველა სიტყვა, ყველა ვედრება,
სწუხს სამყოფელი...
ყოველი კაცი, ცრუ იყოს იქნებ, საკუთარ წილხვედრ განმართლებას მაინც მოელის...
დუშმანის ტერფი დააზომეს უფლის ნაკვალევს,
აპეურები დაუმოკლდათ ქედმოდრეკილ მწვერვალებს თითქოს,
ცას შერჩენია მოკამკამე ბოლო ვარსკვლავიც და შველას ითხოვს...
შიშნარევია სიტყვა ყოველი.
სწუხს სამყოფელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი