ლოცვა


შემმოსენ უხილავ საბურველით,
ისე დიდი ხარ, 
სულ ცოტაც მეყოფი,
და ოდეს შენს სპეტაკ მწვერვალებამდე ხელი მიმიწვდეს,
ნუმც დამისხლტება მიწა ფეხქვეშ...
რახანია, ტკივილებად გამოვკვეთე ჩემი სულის საფეხურები
სიმძიმილთა პიტალოებზე და სურვილები მიუსაფარი მოთმინების ქამანდებში გამოვამწყვდიე...
ისე დიდი ხარ, სულ ცოტაც მეყოფი, 
შემმოსენ უხილავ საბურველით - 
ქარაფს შერჩენილი მეზვერე ერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი