გზა სამოთხიდან სამოთხემდე
... და სამოთხიდან სამოთხემდე გზა, ასე შორი, გოლგოთისა და ჯვარცმის გავლით გამოვიარე... მოვედი, უკან მოვიტოვე ყველა სტრიქონი და ლექსით ვკემსე პირგახსნილი ყველა იარა... ვეჭიდებოდი ხავსსა და ლოდებს, დღისით თუ ღამით და ჩვილ ყრმასავით გული შენი მკლავზე მეწვინა, ათასგზის ვტორე საკუთარი უსულო გვამი, რომ ჩემი წილი სიყვარული გადამერჩინა... წახვედი. თითქოს მზე ჭაღივით ჩამოხსნეს ციდან და ნემსის ყუნწში სიტყვებს ვუყრი უკვე წვალებით, ამაოდ დავშვრი... და იმედიც, სულ ერთი ციდა, სადღაც გამიქრა, როგორც სხივი შენი თვალების. დღეს სამოთხიდან სამოთხემდე გზებია შორი, გოლგოთა, ჯვარცმა, სინანული, თქმა და შენდობა, ფიქრებით უკვე მომიქარგავს ყველა სტიქონი და კადნიერი ისევ ველი შენთან ერთობას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი