შორს, ედემს მიღმა
ედემს გასცდება სული შენი, ნაყოფნაგემი... და უცხო სიტკბო, ჯერარგანცდილი, ისე მძლავრია, დაგავიწყებს ცრემლის სიმლაშეს... ამ წალკოტში კი გველის სისინიც საამური თითქოს ჰანგია... კლაკვნით მოჰყვება სალამურის უხილავ ბგერებს ვერნათქვამი ვნების სიმძაფრე და ისე გამხელს, ვით ტალახის გოროზი ტყვია - სახედარზე შესმულ სიმართლეს. აღარავინ ხარ, ეგებ, აღარც არსებობ სადმე, გზადაკარგული უცხო მხევალი, ვინაც ოდესმე თმების ხვეულში გამოკონე საკუთარი მრწამსის სხეული და ნელსაცხებლის სურნელებით ნეტარების წარხოცე კვალი... და გასცდა ედემს სული შენი, ნაყოფნაგემი... დუმან ბაგენი. თვალებიც დუმან... დროთა დინებას უტყუარ გუმანს მიანდობს ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი