ერთი საცნაური ამბავი
შორით - ატეხილი ტყეა და სულში - გაცრეცილი ზამთარი, ერთი უჩვეულო დღეა და ერთი საცნაური ამბავი. დგას და აუხდენელს დაითვლის ფიქრებს, სურვილებს და ოცნებებს, ჩუმი, დარდიანი დაისით ნაბადშემოსილი მოხევე. შორს კი, მთებზე კიდევ უფრო შორს, ტრფობენ მოლოდინის იები, კაბა გასცვეთია თურმე ცოლს, ცისკრის დაჰკარგვია მთიები... ზის და ნაწნავების სკვნილებზე ლოცვებს ჩამომარცვლავს მძივებად, ქარაფს გაჰყოლია სისხამზე ქმარიც, სიყვარულიც, იმედიც. სადღაც, შორით შარიშურობს ტყე, სულში შფოთავს შიშის ამქარი. მოდის ერთი სხვანაირი დღე, ერთი სხვანაირი ზამთარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი