დილემა
ეშველებიან მხრები გუმბათებს შეუცნობელი განგების მიღმა, ვის - სიყვარულში არ გაუმართლებს, ვის - ლოტოს კოჭი უმზადებს იღბალს. თეთრი სიჩუმე, თოვლი და ჩქამი და ნაკვალევის ფრთხილი შრიალი... არად დაგიდევს თხოვნას და წამი შეუჩერებლად გაჩნევს იარებს. დრო - უცდომელი, უტყვი მსაჯული, გადააბრუნებს საათებს ქვიშის, შენ - დგახარ ისევ და ინარჩუნებ სიმშვიდეს, ღიმილს და ძლეულ შიშებს. სწვდებიან ზეცას სულის რტოები და თოვს კვლავ ჩუმად და რუდუნებით... და გეჩქარება განმარტოება... და გიკვირს წესი ამგვარ ბუნების...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი