ღვთის საწუხარი


ხეობებს ჩახერგილ ღირსებებს ჩავტირი,
სისხლის და ცრემლების სიმლაშენაგემი,
ღმერთი ვარ - მიწაზე მოსული კაცივით,
კაცი ვარ - ღმერთივით უწყალოდ ნაგვემი.
სულჩადგმულ თიხებში სიცოცხლე ხმაურობს,
ნაცნობი ხატება უცხოობს სარკეში,
დგანდგარებს სამყარო და აურზაურით<
ცხადდება გლახაკის ნაღვლიან თვალებში.
ვუძლურებ ორმოში დამწყვდეულ ფეტვივით,
სხვა საზომს მოელის დროცა და მანძილიც,
და ვტირი: მიწაზე მოსული ღმერთივით,
და ვკვდები: ზეცისთვის შეთქმული კაცივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი