ნეტავ
ნეტავ, ჰქონოდათ დღეებს ფერები... ნატვრის ხის ტოტებს შევაბამდი იმათ სიჭრელეს... შენ კი უძველეს საუნჯეთა გარდაცვალებას, გემუდარები, ნუ დამიჯერებ... დროთა გუმბათქვეშ ხუნდებიან ძველი ფრესკები და სამრეკლოზე ზარებივით დუმან ბგერები, ნუ დამიჯერებ! მთებსაც, ზღვებსაც ვუამბე შენზე და ჩავიფიქრე: მისცემოდათ დღეებს ფერები... მაშინ, ეგება, სხვაგვარადაც ზეცის პალიტრას მოეხატა სიცოცხლის ქარგა... ნუ დამიჯერებ, თითქოს რაღაც უკვე დამისხლტა, ან რასმე ვკარგავ... ნეტავი, მართლაც... იმავ ფერით, იმავე განცდით დაბრუნდეს ერთხელ დედამიწა -გულდარდიანი... დაუბრუნებდნენ ფერებს დღეებსაც... და სულის ფრესკებს უცოცხლებდნენ ადამიანებს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი