აჰა,მოვედი
აჰა, მოვედი! თითქოს, გაშლილ ხელისგულებზე დავწერე ჩემი მდუმარებით თქმული ზღაპარი და ტკივილებით გამოჩორკნილ საფეხურებზე ნირწახდენილი ოცნებების დავტოვე კვალი. ქარაფებს ვითვლი. მწვერვალამდე ერთი წამია, ერთი ნაბიჯი, ერთი სიტყვა, ერთი ღიმილი, ფლატეებს შერჩნენ ძველი წლები, დიდი ხანია, დიდი ხანია, ხეობებში წუხს სიმძიმილი... აჰა, მოვედი! მწუხრის ვარსკვლავს მოვყევი თითქოს, და ცის კიდეზე დავეწერე, როგორც ზღაპარი... წამიკითხავდე... სხვას არაფერს, არაფერს ვითხოვ, თვლემს მთის კალთებზე მარტოობა მიუსაფარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი