მარტო დარჩენის სევდა
ქვეყნად მოსვლა ერთი დიდი სევდაა - ღმერთთან და ფიქრებთან მარტო დარჩენის სევდა... ******* ოდესმე ყოველს გაუვა ყავლი, გზასაც დაადგეს, ეგებ, საშველი, და ბედს და იღბალს, ავლილს თუ ჩავლილს, კვლავ მარტოობით შევენაცვლები. გახუნდეს, ეგებ, ყოველი ფერი, ოდესღაც მწველი ჩანავლდეს მზერაც, წამიხვალ, ვიცი, და მაინც გელი, შორს ხარ და მოსვლის მაინცა მჯერა... დამიგვიანდნენ ნატვრის წუთები, ვერც სინანული მოვასწარ ქარებს, ბილიკებს ვტკეპნი და მივუყვები ძველ სამრეკლოსკენ მდუმარე ზარებს. ყველაფერს, თურმე, გაუდის ყავლი, გაუთავებლად გზები გრძელდება და შემოდგომებს - ავლილთ და ჩავლილთ კვლავ მარტოობის ფერი ედებათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი