შესაქმე
ცისა და მიწის გასაყარზე, როცა პირველად უცნაური დგებოდა დილა, ოკეანეებს როცა პირველად ჩაესახათ სიცოცხლის კვირტი, და მიწისაგან ტალახივით მომზილეს როცა, სწორედ მაშინ, დიახ, მაშინვე, ჩამიფიქრეს არსთა საწყისად, და უძლეველთა სატევარი მომაჩეჩეს უმწეობის დასამარცხებლად. და მეც პირველად გიდარდე მაშინ, მხრებსა და მკერდზე სურვილების ცხელი ალმური ნამზეურად გადაგატარე, და ტრფობისათვის მეცოტავე ძალიან როცა, სხეულის წიაღს დავეკითხე და შეგაფარე... კვლავ თავგანწირვის საბერველით გამოგიწრთვე გული ლითონის და სისხლით ვწერე სიყვარულის უძლეველი პარაკლიტონი... ცისა და მიწის გასაყარზე, თავდაპირველად, უკვდავება შთამბერეს როცა, იმთავითვე, მგონი, გიდარდე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი