საუზმე (ჟაკ პრევერი)
ფინჯანში ყავა უხმოდ დაისხა რძით განაზავა, შაქრით დაატკბო, პატარა კოვზით ურია დიდხანს, მოსვა და დადგა ჭიქა უსიტყვოდ... და მოუკიდა მერე სიგარეტს, კვამლი გაუშვა ცისფერ რგოლებად, ქუჩას გახედა... ჰო, წვიმდა გარეთ, ალბათ, ერჩივნა განმარტოება... და დაიხურა ქუდი... ლაბადაც ისე მოისხა, არც შემომხედა, მე - უთქმელობით გამასავათა, თავად - წვიმაში წასვლა გაბედა... ულაპარაკოდ, უსიტყვოდ, უხმოდ გაუჩინარდა, დამშორდა იგი, თავს ხელებში ვრგავ... ტირილით ვუხმობ და დგება სულში ფიქრების რიგი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი