ფრანჩესკო პერტარკა სონეტი


ვაჰმე, სახებავ მშვენიერო! მზერავ სათნოო!
ვაჰმე, კდემაო! ვაჰმე, ბაგევ, ტკბილმგალობელო!
რაგვარად ძალგიძს, თვით მზვაობარ გულთა მპყრობელო,
სიკეთით სცვალო სისასტიკე და ასაზრდოო!

ბროლის ღიმილო! პირმცინარევ, ჰოი, სატრფოო!
ისარო მწველო, მკვლელო ჩემო, ჩემო მფლობელო!
მგზავრო გვიანო, მოქანცულო... ჭირთა მთმობელო, 
ღირსად მეხოტბე თუ ვერ გექმენ, არ მიმატოვო!

ვიწვოდი შენთვის... სიყვარულით ვსუნთქავდი შენთვის...
შენ გეკუთვნოდი... თავი ჩემი ძღვნად შემოგწირე,

ო, ვინღა დამრჩეს, უშენობით თუ დამსჯის ღმერთი,
ამ ტკივილების მოზიარედ, ტანჯვის მოწილედ!

სიტყვები ჩვენი ქარს მიაქვს და სამყაროს ერთვის...
გტოვებ, იმედო, ვნებავ ჩემო, ბედის მოცილევ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი