ჰიუგო ჭიამაია
მაწუხებსო, დაიკვნესა, მოიღერა ბროლის ყელი, და შევნიშნე მის სახესთან ციცქნა მწერი ვარდისფერი. ახალგაზრდა ვიყავ სულმთლად, სიბრძნეს სისასტიკით ვძლიე, მოვიხელთე მწერი, თუმცა კოცნა ვერსად შევამჩნიე,,, გვაგონებდა ნაზ ნიჟარას, იგი, შავად დაწინწკლული, ჩვენს საცქერლად შეიყარა ნიბლიების თაიგული. ღაღანებდა ყვავილნარში ლამაზმანის ბაგე როცა, მწერის დევნა-ძიებაში გამიფრინდა სადღაც კოცნა... ჩამომძახა მწერმა ციდან: დაიხსომე ეს ჩემგანო, უფლისაგან არს მხეცი და სიბრიყვე კი - კაცისგანო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი