ჰიუგო


ხვალ, როცა სოფელში აისი ითოვებს
წამოვალ... რომ მელი, ძვირფასო, ვხვდები მეც,
ყველა ტყეს, ყველა მთას შორს ჩამოვიტოვებ,
თორემ უშენობას რა გამაძლებინებს!..
ფიქრებში  დავითვლი ნაბიჯებს შენამდე,
უტყვი, თავდახრილი, უცნობი, ეული
რომ არც რა მესმოდეს, ვერც რასმე ვხედავდე,
დღე ღამედ მიმაჩნდეს, ვიდოდე სნეული...
ვერ ვნახავ რიდეებს, ოქროთი დაფერილს,
არფლორის დაისებს ვერ დაველოდები, 
მე მოვალ - ათასი ტკივილის მნახველი,
და საფლავს შეგიმკობ მანანის ტოტებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი