პეპელა
პეპელა გაზაფხულს მოჰყვება და კვდება ვარდებთან, უნაზეს ფარფატით კაბადონს დაივლის, კამკამა ლაჟვარდის სინათლე თან სდევს და სურნელით თავბრუს ხვევს ათასი ყვავილი... ირწევა და ფრთათა მსუბუქი შრიალით ცას ერთვის, მიღმიერ სამყაროს ზიარი... ეს ხვედრი მიაგო პეპელას ბუნებამ... დაქრის, არ ასვენებს სურვილი მგზნებარე, ყველაფერს ედება ეს მოუსვენარი და, მარად ნეტარი, კვლავ ცას უბრუნდება... ვიქტორ ჰიუგო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი