ბორის პასტერნაკი “ზამთრის ღამე”


ათოვდა აღმართ-დაღმართებს თოვლის ფანტელი,
სანთელი ენთო ტაბლაზე, ენთო სანთელი.
როგორც ალმურზე პეპლები, თავდავიწყებით
ეხეთქებოდნენ მინაზე თეთრი ფიფქები.
თოვლი ფანჯარას ხატავდა კორიანტელით,
ენთო სანთელი ტაბლაზე, ენთო სანთელი.
ჭერზე წვებოდნენ ჩრდილები გადაჭდობილნი,
ხელჩაკიდულნი, განგებით ერთად ხმობილნი.
ფრთხილი ბაკუნით წაიქცა წყვილი სანდალი
და კაბას ცვილი დააჩნდა ცრემლის სადარი.
შორ სითეთრეში ქრებოდა რუხიც, ნათელიც…
სანთელი ენთო, ტაბლაზე ენთო სანთელი.
მხურვალი ალი ტოკავდა, ვნებით მოსილი,
ფრთებს ილაგებდა ჯვარისებრ, ანგელოსივით.
თებერვალს უხვად მოჰქონდა თოვლის ფანტელი,
ენთო და ენთო ტაბლაზე, ენთო სანთელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი