გემის პრიმიტივი


ნინო დარბაისელი

გემის პრიმიტივი

მეზღვაურები გაქრნენ, ცარიელია კაფე.
დავწვავ მოძღვნილებს აქვე,  მქონდეს  აუტოდაფე!

გადასატანი როცა  გადავიტანე უკვე,
აღარ მსურს შენთვის ლოცვა, ახლა სხვა ღმერთებს ვუკმევ.

თვალს ეფარება გემი.  გაიმეორე  ისევ?
ალბათ გემბანზე დგები, წახვედი მორეისევ?!

ქარმა დაბერა  შორით. მზეც დაიწვერა,  ცივა.
ეს გული დავიხშო რით, მეც ვითომ - მამაცი ვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი