კარალიოკი
ნინო დარბაისელი კარალიოკი შენ - ხურმის ძირზე დამყნობილო კარალიოკო, ხედავ, ბერდები, აღარ გრჩება რამ საწიოკო. მოსანატრებლის?! - მონატრება უნდა იოკო! ბოლოს - ჩატკბები, ნუ წუწუნებ, უსახსრო ვარო! საზიდად - მძიმევ, გასაფრენად - ბუმბულზე მჩატევ, შენ , თავო ჩემო, ალაგ - ტკბილო და ალაგ - მწკლატევ, ამდენ კონტრასტებს ნეტავ გულში როგორ-ღა ატევ, ზამთრისპირს ტოტზე შერჩენილო, მზის სახსოვარო, როდემდე უნდა იქანავო, არა - იროკო, უფოთლო ტოტზე დანთებულო კარალიოკო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი