პეპლისა
ინო დარბისელი პეპლისა (“თუ ტარაკანას გასრეს - გმირი ხარ, პეპელას გასრეს? - მკვლელი. გამოდის, რომ მორალს განსაზღვრავს ესთეტიკა”- ფ. ნიცშე) ვინ თქვა, რომ მხოლოდ ნიჭზე, ლაპარაკობდა ნიცშე?! თუ ტარაკანას მოკლავ, - შენ მამაცი ხარ გმირი, მაგრამ პეპელის მოკვლა? ნაზის? გულგასაგმირის?! მოეთხოვება მორალს, მოეთხოვება კანონს, მწერს, უფლის ნაამბორალს არგოს - სატარაკანო? აქ - სილამაზე კვდება, სისაზიზღრე კი - იქა. მორალს - სჩვევია კდემა, განსაზღვრავს ესთეტიკა! მორალი - კანონს ასცდა? განსასჯელია კაცთა? აიბენ?! ეგე, ენდე, ჩემო საწყალო თავო! ისევ კანონებს ენდე, არის საყოველთაო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი