წმინდა რომის იმპერია


ნინო დარბაისელი

წმინდა რომის იმპერია
(ისტორიული ექსკურსი)

ითვლის  მილენიუმს მთლიანს,
ისტორია იმფერია,
გერმანელთა განძად თვლიან 
“წმინდა რომის იმპერიას”.

სამეზობლოს გასწვდა მაშინ,
კათოლიციზმს უხმო ფარად,
და შუაგულ ევროპაში,
ფრთებს იქნევდა მთად და ბარად.

საფრანგეთი და ბელგია,
ლუქსემბურგი და ჩეხეთი,
ზედაც ჩრდილო იტალია,
დაუმატეთ თან  შვედეთი,

არ გამოგვრჩეს ამ ნუსხიდან
ლიხტენშტაინ-ნიდერლანდი,
ბონაპარტი ნამუსს ხდიდა?!
- იმპერიის დარჩა ლანდი.

უყვარს,  უყვარს გერმანიას,
იყოს წმინდა, თანაც დიდი,
ამ მხრივ  - დიდი გურმანია,
ვისთან რა აქვს  მოსარიდი.

განა თხრობა  მეძნელება,
ვერიდები სავაგლახოს.
ვისაც უნდა  გაგრძელება,
ისტორია - თავად  ნახოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი