მარინა ცვეტაევა - ოფელია - დედოფლის დასაცავად
ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი ცვეტაევას ქმნილებებიდან. მარინა ცვეტაევა ოფელია - დედოფლის დასაცავად - - - შენ, პრინცო ჰამლეტ! საკმარისია მატლდახვეული გვამის წვალება...შეხედე ვარდებს! დაფიქრდი ქალზე, დღეებს ითვლის იგი ეული - უკანასკნელი დღე-ღა ადარდებს. შენ პრინცო ჰამლეტ, საკმარისია, დედოფლის ჩვენის წიაღს ნიადაგ მსაჯულად სდევდე!.. ქალუნახავებს ვინ ჰკითხავს ვნებას! თვით ფედრას - შვენის - იმ დამნაშავეს - ნამღერი დღემდე. და უმღერებენ!... თქვენ კირის, ხრწნილის ნიადაგის, - ემწარესიტყვეთ - ძვლებიან ნარევს... თქვენ პრინცო ჰამლეტ! ვინ ჰკითხავს თქვენს გონს, რომ განიკითხოს სისხლი მდუღარე! მაგრამ თუ... ფრთხილად! ...საფლავის ქვიდან წამოვიმართე, - საძინებელში, თქვენთან - ჟინი ვიდრე მექნება, დედოფლის დაცვა რადგანაც მმარათებს, კიდეც დავიცავ - მარად უკვდავი მე, თქვენი ვნება. 28 თებერვალი 1923 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева ОФЕЛИЯ — В ЗАЩИТУ КОРОЛЕВЫ Принц Гамлет! Довольно червивую залежь Тревожить... На розы взгляни! Подумай о той, что — единого дня лишь — Считает последние дни. Принц Гамлет! Довольно царицыны недра Порочить... Не девственным — суд Над страстью. Тяже́ле виновная — Федра: О ней и поныне поют. И будут! — А Вы с Вашей примесью мела И тлена... С костями злословь, Принц Гамлет! Не Вашего разума дело Судить воспаленную кровь. Но если... Тогда берегитесь!.. Сквозь плиты — Ввысь — в опочивальню — и всласть! Своей Королеве встаю на защиту — Я, Ваша бессмертная страсть.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი