როცა დებატი წაგებულია. სოკრატე


ნინო დარბაისელი

როცა დებატი წაგებულია. სოკრატე*

მომგებისათვის - მოსალოცია,
წამგების - ცრემლი - მოსახოცია,
მაინც ცხვირს ასწევს დამარცხებული,
თითქოს თვით იყოს მირონცხებული.

თავი რომ აღარ გამოეყოფა,
თითქოს წაგება აღარ ეყოფა,
იწყებს მომგების შეურაცხყოფას,
აბრალებს, თავად ურევს რაც ყოფას.

ფიქრობ, ბოროტად რაღამ აქცია?
ტიპობრივია ეს რეაქცია.
ასე ირჯება კაცი მრავალი.
ვის ვისი ადევს ნეტა რა ვალი?!

როცა დებატი წაგებულია,
ბრიყვისთვის - მახეც დაგებულია,
ხმალიც - ქარქაშში ჩაგებულია.
დამეთანხმება ბრძენი სრულიად.
ცხოვრება - ასე აგებულია
და გასაგებიც გაგებულია,
როცა დებატი წაგებულია.
როცა დებატი წაგებულია!
- - -
* ეს - პოეტური ექსპლიკაციაა აზრისა, წყაროები სოკრატეს რომ მიაწერენ -
“როცა დებატს წააგებს, პირადი შეურაცხყოფა - დამარცხებულის იარაღია”. (Socrates - “When the debate is lost, slander becomes the tool of the loser.”)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი