ანა ახმატოვა - მორჩილ სახებას


მთარგმნელისაგან:
წლების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ამ ლექსის ადრესატი ანუ ,,სახელგანთქმული თანამედროვე” - ალექსანდრ ბლოკი იყო. უბრწყინვალესად კითხულობს მას ალისა ფრეინდლიხი, დევს იუტუბზე. (ამჟამად ლინკს არ მიხსნის)
ბოლო ლიტმცოდნეობითი გამოკვლევებით საბოლოოდ დამტკიცებულად მიიჩნევა, რომ  ლექსი ეძღვნება არა ბლოკს, არამედ  ანა ახმატოვაზე ერთ-ერთი პირველი, სერიოზული ლიტერატურული წერილის ავტორს,  ნიკოლოზ ნედობროვოს, რომლის ცოლის ულამაზესი ხელების შესახებ  მაშინ  ლიტერატურულ წრეებში სხვებიც ლაპარაკობდნენ.
რაც შეეხება გამონათქვამს ,, სახელგანთქმულო თანამედროვევ” - ზოგი მკვლევარი მას  პოეტურ გაზვიადებადაც მიიჩნევს, ხოლო ზოგის აზრით, რაღაც ნიშნისმოგებითი, ირონიული ინტონაცია ისმის მასში, ქვეტექსტია, ჩემზე დაწერილმა წერილმა სახელი გაგითქვათო, ანუ  თავისებური მინიშნებაა საკუთარ უპირატესობაზე.
    მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ ასევე მეორე პირის მრავლობით რიცხვზე, ხაზგასმულად თავაზიანი მიმართვის ფორმაზე, რომელსაც ავტორი მიმართავს.
  ჩანს,  რომ მათი ურთიერთობა სოციალურიდან ინტიმურში არ გადასულა კაცისავე იმპერატივის წყალობით, თუმცა პოეტესას მისთვის გრძნობა გაუმხელია. 
 

ანა ახმატოვა

მორჩილ სახებას

***
მორჩილ სახებას ვეღარ მოვეშვი,
რაც რუხ თვალებში აისახება.
ჩემეულ  ტვერულ  სიმარტოვეში
მწარეა ხსოვნით თქვენი შეხება.

მის ლამაზ ხელებს ვერ დაეთხოვეთ,
მარცხენა  მხარე ირჩიეთ ნევის,
სახელგანთქმულო თანამედროვევ,
მოხდა,  თანახმად თქვენივე ნების.

ასე მიბრძანეთ: - უკვე გეყოფა,
წადი,  ჩაიკალ  ეგ სიყვარული,
და აი, ვდნები,  მაქვს ნებისყოფა,
თუმცა მძლავრობს  სისხლი თქვენი ნატრული.

  და  მე რომ მოვკვდე, ვის ხვდეს წილად ეს - ლექსად აქციოს სახება თქვენი.
ვინღა  უშველოს,  რათა აჟღერდეს
სიტყვები, ჯერაც გამოუთქმელი.

1913

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова - Покорно мне воображенье…

Покорно мне воображенье
В изображеньи серых глаз.
В моём тверском уединеньи
Я горько вспоминаю вас.

Прекрасных рук счастливый пленник
На левом берегу Невы,
Мой знаменитый современник,
Случилось, как хотели вы,

Вы, приказавший мне: довольно,
Поди, убей свою любовь!
И вот я таю, я безвольна,
Но всё сильней скучает кровь.

И если я умру, то кто же
Мои стихи напишет вам,
Кто стать звенящими поможет
Ещё не сказанным словам?

1913 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი