სულის სარკე
მინდა ვიცოდე, რატომ? რამდენს გაუძლოს გულმა, ქარში, წვიმაში მარტო, ფიქრით გადარეულმა? ვის შეეგუოს ახლა? უკვე ბევრია ფლიდი, თურმე გადაწყდა მაღლა, გულის ტვირთია დიდი. ხელში უეკლო ვარდი, ძველი, დასვრილი ფარჩა, ბევრი ტკივილი დარდით ამ გულში მაინც დამრჩა. სურვილი მაქვს უბრალო, ესეც გაივლის, მჯერა, მინდა გთხოვო, უფალო- აბედნიერო ყველა. *** არ ვიცი, რატომ, სხვა სითბოს ვნატრობ, წვიმაში მარტო ღიმილიც მათბობს. გულს უხარია... ნატვრაა ჩემი, მხოლოდ სიკეთე იყოს ნაგემი. წრფელი ღიმილი რომ გაქრეს, ჯავრიც, თუნდაც ტკივილით ვატაროთ ჯვარი. *** პოეტი არ ვარ, საუბრობს სული, ფიქრებში წავალ, მოვიკლავ სურვილს. მივექანები, მარტო ვარ ველად, მიყვარს ქარები, არ ვითხოვ შველას. არა,არ მესმის, დროა ნიღაბის, მომრავლდა გესლი, სულ სხვა ვიყავი. *** მხატვარი ღელავს, სული ტილოდან თურმე გაქცევას ჩუმად ცდილობდა. დაღლილა ისე, დარდად არ ღირდა, სხეული ისევ სულს შეურიგდა. ყინვა და თოვა, მარტო ვარ ქარში, წვიმა რომ მოვა, ყველაფერს წაშლის. *** ბოროტი არევს, კლავიშებს სულში, გაპატარავებს, გიძვრება გულში. ფერთა სინაზე, ისმის ბღავილი, სუფთა მიწაზე, ხარობს ყვავილი. ძველ კიდობნიდან, სულის გოდება, ისევ თავიდან, მომაგონდება. უცვლელი ვრჩები, ვუამბობ ნიავს, ვიცი,რომ ჩემი , დარდიც თან მიაქვს. *** საკუთარ მიწას, ნუ გაცვლი ფულზე, იფიქრე იმ წამს, გმირების სულზე. გონს მოვალთ როდის? მიჭირს ატანა, ურჯულო მოდის, როგორც სატანა. ხმა ამოვიღოთ, ვიბრძოლოთ უნდა, ერთობით ვიყოთ, გვიყვარდეს მუდამ. *** უბრალოდ ისე, ვუცდი განაჩენს, ხოლო დრო ისევ, იტყვის დანარჩენს. ველაპარაკე, საუბრობს სული, მომავლის სარკე, არის წარსული. გიყვარდეთ ყველა, არ გინდათ დარდი, სიკეთის მჯერა, უეკლო ვარდით. *** მიყვარს სოფელი, ცოცხალი სახლი, სადაც გულწრფელი, შეგხვდება ხალხი. გულო,იცოცხლე, ფასდება შრომა, უყვართ სიცოცხლე და გვერდში დგომა. ბუნების ფერი, ვიცით, როდიდან, რომ ყველაფერი, მოდის სოფლიდან. ნინო ქანთარია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი