ვერლიბრი
ჩამჯდარა ღმერთი, შენს უბეში, შენს სხეულში, კუთხე- კუნჭულში, ძვალსა და რბილში, ფიქრში და აზრში, ღიმილში ხმაში, ნაბიჯებში და თვით სიტყვებში... და გედავება შენ წილ სივრცეს მდუმარებითა, მოთმინებითა, შუბლით და ძარღვით... და როგორ გინდა?- არ უსმინო, უკუაგდო, როცა იცი, რომ ის ყველგან იყო, სადაც გინდოდა, სადაც ნატრობდი, იმ დროს, იმდენჯერ, რამდენჯერაც, თავი იგრძენი ადამიანად. ნ, ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი