დღემდე
ალბათ, არც ასეა!! ვებრძვი წარმოსახვებს... მითებს გამობმიათ მისტიური ფრთები, ფრთები აფრებია! ფრთები პათოსია! ვიქნევ გრაალივით! ვლღვები... --- კორინთელთა ცოდვა, ვერცხლით განბანილი ცეცხლით შეუცვნიათ ღმერთებს, მაგრამ არ უჩანდა ქართველს ქომაგი და... რა ააკანკალებდა ხელებს?-... არც უთაკილია და არც უცრემლია, ევრიპიდეს ჟინით ათენს... კოლხი ქალის ტალახს მძაფრი სუნი ჰქონდა, მეტად ერგებოდა სათქმელს, დღემდე ქომაგს ეძებს მითოს-ჩაფერფლილი, ამირანის მოდგმა ერი, თუმცა მკლავ-ძლიერი, თუმცა ნიჭიერი, თუმცა სახიერი ერი, დღემდე ჯაჭვით არის მთებზე მილურსმული,, ერი - ,,ბედნიერი ერი,, დღემდე გზამკვლევს ეძებს, დღმდე ვერ პოულობს... ქომაგ-მოკლებული ერი... ნ. ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი