Გაზაფხულო
გაზაფხულო,რატომ არ ხარ ის რაც მახსოვს ძველად? რატომ აღარ ჭიკჭიკებენ ჩუტუნები ველად? რატომ,რატომ იგვიანებს ენძელა და იაა? რატომ დგება გაზაფხული, ასე გვიან_გვიაან? რატომ ათბობს მზე,მზის სხივი ადრინდელზე გვიან? სურნელებაც არ იგრძნობა, არც ჭიკჭიკი ისმის... რატომ ხდება ნეტა ასე? ქალაქია ყინვიის? გაზაფხული დადგა ვიცი, თუმც ფერები არის სხვისი, ირგვლივ ძველებური სუნი ვერ ვიგრძენი ვერა მისი... არა,არ აქვს გაზაფხული, ქალაქს ფერთა ტრფობის, აქ სიმწვანეს სიმუქე ცვლის, ჩიტთა ჭიკჭიკს შფოთი... აქ სულ სხვაა გაზაფხულის ფერთა ჭრელი გამა! აქ სურნელიც არ იგრძნობა მდელოც სადღაც გაქრა! მინდა ვნახო გაზაფხული წასვლა მინდა სადღაც, გაზაფხულის სურნელება სადაც ყველგან დადგა... ეხ,ქალაქო!რომ ამბობდნენ მოხუცები ძველად, ქალაქს არ აქვს გაზაფხული ნუ წახვალთო ყველა... არ მჯეროდა,არ ვისმენდი, არ მეგონა ასე,მაგრამ ჩემი თვალით ვნახე,მისი იერსახე... მე კი მინდა სამკაულად, დავაგროვო ყველა, თუ კი რამე ყვავილია ყველა მინდა,ჩემად... მინდა მდელოს მოვეფერო, გამაღვიძოს დილამ... მინდა ფერთა შეხამება იგრძობოდეს ყველგან! მინდა რასაც ვერ დახატავ, ისიც ვნახო,მაგრამ ეს ქალაქად ვერ ხერხდება ისევ მე დავხატავ... მე დავხატავ ოცნებებით, სოფელს ჭრელა_ჭრულას! მე დავხატავ ჩიტუნებსაც, მოჭიკჭიკე ხმიანს... მე დავხატავ ლამაზ ნახატს ლამაზ პეპლებიანს! არ დაგითმობ ამ გაზაფხულს, ლამაზსა და მზიანს! არ დაგითმობ ქალაქს პირქუშს დღეებს ღიმილიანს! ისევ ისე გაანათებს ჩემთვის მზე და სხივი... ისევ ისე გამითბება გაზაფხულზე ღიმი, ისევ ისე გამაბრუებს გაზაფხულის სუნი, მე ხომ მახსოვს ბავშვობიდან რაა გაზაფხულიი?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი