მე, ღამე და მთვარე.
უსასრულოდ გაიწელა ღამე... ფიქრით ისევ ვერ დავიღალე მთვარე ჩემს სხეულში ჩაძირული ბინდი ცხელი ცრემლით კი ქუთუთო იწვის ჩრდილთა კრება ისევ ითვლის წამებს ვგონებ უძილობა გამაწვალებს თვალებს ვხუჭავ და ხუთამდე ვითვლი გონებაში მაინც ზღვაა ფიქრის ალბათ ისევ ვერ ვიხილავ სიზმარს და უმალვე წარმოგიდგენ ფხიზლად მოგონებას მოერევა ლანდი მე კი შემომეპარება დარდი მგონი ზღაპარს გამოუჩნდა ბოლო ლხინის ნაცვლად რატომ ვხედავ ბოქლომს? მართლაც დახურული კარი მოჩანს ანუ ჩვენი ზღაპარი აქ მორჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი