ბებერი მუხა
კვლავ ამაყად დგას ბებერი მუხა დამჭკნარ სახეზე სიმკაცრე სუფევს უძლებს მწველ მზეს და გაყინულ მწუხრსაც ეს გულიც ჭაბუკ ბიჭივით უძგერს უხეში სახე წარბსაც არ იხრის უემოციოდ აცეცებს თვალებს აღარაფერი ადარდებს თითქოს დინებასავით მიყვება წამებს თუმცა მის გულში სულ სხვა რამ ხდება ვინ რას მიხვდება, ვინ რას გაიგებს ყველა ფოთოლის დაცემის ხმაზე გულის კუმშვისგან სიკვდილს წამიერს დიდებული და ამაყი ბერხე გულში ბავშვივით აქვითინდება როცა შვილივით ნაზარდ ფოთლების სიკვდილის შუქი აციმციმდება დაბერავს ქარი და უმალვე გრძნობს თუ როგორ წყდება მის ტოტებს ხმელი გაყვითლებული თხელი ფოთლები და ახსენდება წუთები ძველი როცა უყურებს ნახევრად დაფშვნილ სულთ მებრძოლ ფოთოლს დაისის ქარში თვალწინ უდგება როგორ ნარნარებს ხასხასა მწვანე აისის დარში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი