საჩუქარი


შენ მე რაღაცა მაჩუქე
სულ არ ველოდი მაშინ
ისეთი რაღაც მაჩუქე
ჟრუანტელს რომ მგვრის ტანში 

თან უანგაროდ მჩუქნიდი
და დამიხარე თავი 
შენ მთელი გულით მაწვდიდი
მე ავარიდე თვალი

ქვეყნად ყველაზე ძვირფასი
რაც კი გაგაჩნდა რამე
სწორედ ის რაღაც მაჩუქე 
და მე ვერ დავაფასე

მერე შენ სევდამ შეგიპყრო 
თვალს ვერ ხუჭავდი ღამე
შენი ტკივილის შემყურე 
უფრო გაფითრდა მთვარე 

შენ მე რაღაცა მაჩუქე
სულ არ ველოდი მაშინ
შენ სიყვარული მაჩუქე
ჟრუანტელს რომ მგვრის ტანში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი