ფიქრები ღამე
გუშინ მომტაცეს ფიქრებმა ღამე მხოლოდ გვეღვიძა მე შენ და მთვარეს თუმცა არ ვიცი ეხლა სადა ხარ ჩემს ფიქრებში კი მუდამ მზადა ხარ მზად ხარ დაძლიო გრძელი დუმილი ჩუმად გამანდო შენი სურვილი მზად ხარ რომ მაგრად ჩამკიდო ხელი თვალზე შემაშრო მომდგარი ცრემლი მზად ხარ სიყვარულს გაუღო კარი გამიფერადო ყოველი წამი მზად ხარ დაღლილი ჩამიკრა გულში და ჩამჩურჩულო ღიმილით ყურში ეხლა ჩემთან ხარ არსად გაგიშვებ თუ გამექცევი მაინც დაგიჭერ რაც დრო დავკარგეთ ისიც გვეყოფა დუმილს ეყოფა ჩვენზე მეფობა მერე ხელს მომხვევ თან ისე მაგრად მთელი სხეულით დავიწყებ კანკალს სუნთქვას შევიკრავ დავხუჭავ თვალებს დროს გავაჩერებ გავყინავ წამებს ამასობაში გარეთ გათენდა მზე თურმე უკვე თვალებს ახელდა ეს ღამეც ასე ფიქრში გავიდა და რომ გათენდეს მაინც არ მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი