განშორება


სიყვარულისთვის მივიღე ცრემლი 
წვით მოხაზული ლოყა და ღაწვი 
სიზმრებში შფოთვა, დღე ფიქრი მწარე 
მონატრება და ფარული დარდი

სიყვარულისგან მივიღე ტანჯვა 
გულზე ჭრილობებს კვლავ სისხლი დასდის 
მარტოობისგან ვგავარ მთვარეულს 
სიგიჟის ზღვარზე ღამით რომ დაძრწის 

უშენობისგან დამეტყო კვალი 
სიცოცხლისაგან გამოვიფიტე 
ვერ დაგივიწყე არ მავიწყდები 
მე ხომ ჩემს გულზე ამოგიტვიფრე 

და მაინც მიყვარს წყეული გრძნობა 
დიახ მიყვარს რომ ისევ მიყვარხარ 
მტკივა თუ ვიწვი გული ხომ ფეთქავს 
თუ აღარ ფეთქავს აღარ მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი