ინსომნია
უძილობა მომეჩვია ისე, როგორც უსახლკარო კნუტი მარტოხელა მოხუცს, როგორც ზამთარს შეეჩვია მყინვარება პაწაწინა ბუ ღამეში წუთებს მოკლულს. შემომხვია უსასრულო მკლავი წელზე და წამების დათვლას ისე შემაჩვია, გათენების მოლოდინში გონზე მოსულს. ფარდის მიღმა დროის ცნობაც მემარტივა უძილობა მომეჩვია ისე, როგორც ჩვილი ბავშვი შეეჩვია დედის კალთას, როგორც წვიმამ გაზაფხულზე ჰპოვა ბინა, როგორც გლეხი შეეჩვია ვაზის გასხვლას. მარტო ვწევარ, გათენებას ველოდები, და საბრალო ტვინიც ფიქრმა გადაღალა... საფიქრალიც აღარ დამრჩა არაფერი. მოკლედ რომ ვთქვა — უძილობამ გამაწვალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი