თოლია
ლურჯ ცაში თეთრად მოსჩანს თოლია, კივილით ტალღის ხმას აჰყოლია. მელნისფერი ზღვა — მშვიდი და წყნარი, თოლია მიჰქრის, მიფრინავს ცაში. თოლიის გუნდის გაისმა მარში, ქაფქაფა ტალღებს აცეკვებს ქარი, და ჩემი გულიც მათ აჰყოლია — ლურჯ ცაში მოსჩანს თეთრად თოლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი