შიშის თამაში


დღეს შიში მეთამაშება, მოვა გულს ამიჩქარებს, სუნთქვას შემიკრავს, ამაფორიაქებს და წავა, ამოსუნთქვას რომ შევძლებ ისევ მოდის და ასე გრძელდება, შიში ადამიანად რომ აღვიქვა ალბათ მისი შემეშინდებოდა და მაინც მას მე ვეძახი, ფიქრებს მივყავარ მასთან. საოცარია ადამიანის ბუნება სულით ხორცამდე ისე შემაძრწუნებს, გულისცემას ისე გაახევებს გავიფიქრებ აჰა ეხლა მეტს ვეღარ გაუძლებს ან გასკდება ან გაჩერდება მეთქი და ამ დროს შიშიც ქრება და გულიც წყნარდება, როცა დავისვენებ, დავწყნარდები, როცა სხეულს მზაობა დაუბრუნდება იმის რომ ისევ ავიტანო, ეს საზარელი ურჩხული თავის ოინებით ბრუნდება და ესე მაწვალებს, მე კი ვფიქრობ რისი მეშინია და ისევ იმ დასკვნამდე მივდივარ რაც წეღან ვახსენე... შიშის მეშინია...
მან ყველაზე სასტიკი მეთოდით იცის ადამიანის ტანჯვა, ერთი კვირის წინ საყვარელი ადამინის დაკარგვის ისე მეშინოდა...  მე ის დავკარგე...
ახლა კი შიშის მეშინია, შიშის რომელიც მეთამაშება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი