*** (ჩემს ეზოში მოკუნტრუშე ნუკრო, პაწაწინა)


ჩემს ეზოში მოკუნტრუშე
ნუკრო, პაწაწინა,
მარტო რატომ დანავარდობ,
მითხარ, სად გაქვს ბინა...
ახლოს რომ არ მეკარები,
ვინმემ შეგაშინა?

ნუთუ გრძნობამ შენც ჩემსავით
უხმოდ აგატირა,
სიყვარულმა უიღბლობის
ცრემლი დაგადინა.

შენ კი მაინც მხიარულობ,
ეჯიბრები ნიავს,
ქედს არ იხრი, შეჰღიმილებ
ჩიტუნების ტიას.

დარდი არვის დაანახო,
მშვენიერი დღეა,
ვიღაც ცრემლებს რომ გიმშრალებს,
იცოდე, რომ მზეა...

ჩემს ეზოში მოკუნტრუშე,
პაწაწინა ნუკრო,
გაგიმხელ, რომ შემიყვარდი
მე, ყველაზე უფრო!

ნინო მღებრიშვილი
18 სექტემბერი 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი