ქრიზანთემისფერი
შემოდგომის ბილიკებზე ლაღად დანავარდობს შველი, ხეებს ფერი შეუცვლიათ, თითქოს... ქრიზანთემისფერით. გზაზე გოგო მოციმციმებს, გოგო – ვარსკვლავივით მშვენი, და ფრიალებს მისი კაბა, კაბა – ქრიზანთემისფერი. მაღლა ჩიტი ჭიკჭიკებს და ცაში დაწკრიალებს ხმები, ჩიტი არის პაწია და, ჩიტი – ქრიზანთემისფერი! მალე ღვინოც დაღვინდება, მაჭარს გაჰქცევია ქვევრი, სიყვარულს ფერი უცვლია, ჰშვენის ქრიზანთემისფერი... ჩემს ეზოში ვარდი ჰყვავის, საუცხოო, სურნელმფრქვევი, მინდა გიძღვნა მშვენიერი ვარდი, – ქრიზანთემისფერი! შემოდგომის ბილიკებზე ლაღად დანავარდობს შველი! და ეს ლექსიც შენი იყოს, ლექსი, - ქრიზანთემისფერი! ნინო მღებრიშვილი 18 სექტემბერი 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი