გოგრა ბალი


გოგრა ბალი მწიფს და
ასტკეცია ლოყა,
ტკბილი არის ისე,
როგორც შენი კოცნა.

ტანმაღალი, ლაღი,
ტოტებს ნაზად არხევს,
გელოდება, მოდი,
მოგიყვება ამბებს.

გაგახსენებს, როგორ
აბრაზებდი დედას,
ოცნებობდი მასზე:
"ჩამოივლის ნეტავ?"

გოგრა ბალი მწიფს და
ასტკეცია ლოყა,
ტკბილი არის ისე,
როგორც შენი კოცნა!

ნინო მღებრიშვილი
29 იანვარი 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი