შენი თვალების ნახვა მეყოფა


თოვლმა ჩააცვა ხეებს სამოსი
და ეს სამყარო მოჰგავს დედოფალს,
ამ ფანტელების უხმო ქაოსში
მე შენი ერთხელ ნახვა მეყოფა...

როგორ მიყვარდი... როგორ მიყვარხარ,
ამ სიყვარულის დამაქვს ხატება,
ჩემი ცხოვრება არის მირაჟი,
და სიყვარულით გარდაცვალება.

ცას უტირია თითქოს და გრძნობა
თეთრ ფანტელებად ჩამოფიფქულა,
უხმო ძახილი სულის და ფიქრის
დაგეძებს, მიჰქრის ვით თოვლის ქულა.

ხეებს აცვიათ თეთრი სამოსი,
და ეს სამყარო მოჰგავს დედოფალს,
დაგეძებ... ფიფქთა უხმო თარეშში
შენი თვალების ნახვა მეყოფა!

ნინო მღებრიშვილი
7 თებერვალი 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი