***
*** მე ახლა ისევ ისე ვიცინი, ვით მაშინ, როცა ვიყავი შენთან, შემომწოლილხარ გულზე ნისლივით, ჩემო სულისდგმავ და ჩემო ერთავ! და სიყვარული სუნთქვაშეკრული ითვლის წლებსა და ითვლის საათებს, ეს განშორება გადარეული შენს მონატრებას ალაპარაკებს… მე უშენობის მრავალი წელი, ამ გულით დამაქვს ჩუმი ტკივილით, რადგან ქალი ვარ, გრძნობადაღლილი და არ მიხდება, იცი, ტირილი. მე ახლა ისევ ისე ვიცინი, თუმცა უძილო ღამე მაწამებს, ვიცინი, რადგან უხმო ცრემლები, არ მოუხდება თვალებს, წამწამებს. შემომწოლილხარ გულზე ნისლივით, ჩემო სულისდგმავ და ჩემო ერთავ, მე ახლა ისევ ისე ვიცინი, ვით მაშინ, როცა ვიყავით ერთად! ნინო მღებრიშვილი 30 ოქტომბერი 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი