მაპატიე...
მაპატიე, გევედრები, მაპატიე, მხოლოდ შენთვის დაწყებული ცხოვრება, უშენობის ბევრი წუთი გაპატიე, ის წუთები მუდამ მემახსოვრება... მაპატიე ის უსაზღვრო სიყვარული სიხარულის ცრემლებად რომ გდიოდა, ყველა ფიქრი, ყველა განცდა, ყველა გრძნობა, მზეც ხომ მარტო შენით ამოდიოდა! მაპატიე შენით სავსე ყველა წუთი, ყველა ღამე, ფანჯარასთან გათეული, მოლოდინი, ტკივილი და მონატრება, სიყვარული - მარტოსული, მთვარეული... გპატიობდი ღალატსა და უშენობას, გპატიობდი სიცივეს და ატირებას, გპატიობდი… და გღუპავდი პატიებით, მაპატიე, ეს ამდენი პატიება! ნინო მღებრიშვილი 3 ივლისი 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი