აქ…


აქ სანთლის შუქზე კითხულობდნენ “ვეფხისტყაოსანს”
დედა შვილს ნანას უმღეროდა აკვანთან კრძალვით,
სახლის კარი კი ღია იყო სტუმრისთვის მუდამ
და ბრწყინდებოდა ყველაფერი განგების მადლით!

აქ მთვარის შუქზე უმღეროდნენ სატრფოს ფანჯრის წინ,
სულსაც კი… სულსაც სთმობდნენ თურმე სიყვარულისთვის,
სამშობლოსათვის გაუწირავთ თავი და გმირებს,
წუთიც კი… წუთიც არ ჰქონიათ სინანულისთვის.

მტერს კი უკვირდა, ბრაზით, ღვარძლით, გულით შავბნელებს,
ქალი ჰყავთ მეფედ, ქალმა როგორ უნდა გვაჯობოს?
მეფე კი… ბრძენი, ლამაზი და კეთილშობილი
მათ აჩვენებდათ, როგორ უნდა მოვლა სამშობლოს!

აქ ხალხს ყოველთვის ადარდებდა “გმირთა ვარამი”
და დედებს მუდამ პატივს სცემდნენ, დედებს - შაოსანს,
ქართული გენი გადარჩა და დღესაც მზიანობს,
აქ სანთლის შუქზე კითხულობდნენ “ვეფხისტყაოსანს”….

ნინო მღებრიშვილი
5 იანვარი 2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი