მოხუცი წლები


ეს თებერვალიც თავის გზით წავა
და გამოუტანს ზამთარს განაჩენს,
იმშობიარებს ამაღამ მთვარე,
ცაზე უამრავ ვარსკვლავს გააჩენს.

ხვალ აღსარებას ეტყვიან გამცემს,
დამალულს მოძღვრის წმინდა კაბაში,
და ეს თამაშიც დასასრულს ჰპოვებს,
ვით იუდას და უფლის თამაში…

და ჩვენც ვთამაშობთ, მოხუცი წლები
ახალგაზრდობის სილაღეს გვპარავს,
ხვალ მზეც ამოვა, თბილი და წრფელი
და თებერვალიც თავის გზით წავა!

ნინო მღებრიშვილი
5 თებერვალი 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი